LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა მიხეილ სააკაშვილი გამოკითხა

119
სააკაშვილი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა მიხეილ სააკაშვილი გამოკითხა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი ვასილ კაკაშვილი აცხადებს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოიკითხა და დეტალური ინფორმაცია მიიღეს მისგან.

ვასილ კაკაშვილი გამოკითხვის შინაარსზე საუბრისგან თავს იკავებს.

„მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხა გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია მივიღეთ მისგან აღნიშნული საკითხის თაობაზე. ყველა კითხვა დავუსვით, რაც შეეხებოდა გორის ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებს. ვინც იქნება შემხებლობაში და ვისაც რელევანტური ინფორმაცია ექნება საქმესთან დაკავშირებით ყველა პირი იქნება გამოკითხული.

მიმდინარე საქმეზე გამოკითხულია არა მარტო ექიმები, არამედ 150-მდე პირი, როგორც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ასევე სხვა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.

კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე იყო ბარიერი, თუმცა ღია კარს მიღმა იყო და შეფერხება არ გვქონია“, – განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.

 

magti 5g