LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია

663
278915750_715053659849947_6318134339005986861_n

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, „საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს“. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა: ადრეც თქვით, რომ არ განიხილავდით სააკაშვილის შეწყალებას, მაგრამ, პირველ რიგში, მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება, როგორ ფიქრობთ, ეს სწორი ნაბიჯი იყო? რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს ძალიან უცნაური კითხვაა“.

,,მე, სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი შევიწყალე მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს, შიდა შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს ხელს შეუწყობდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ, რადგან სააკაშვილის შეწყალება, საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან არის ქვეყნის ნაწილი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და ალბათ, უმეტესობა, უმრავლესობა, ნებისმიერი ფორმის შეწყალების წინააღმდეგია.

არის სხვა საკითხი, რომ თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული. უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება, რაც ჩვენ უკრაინაში ვნახეთ, ამის დემონსტრირებაა, რომ თუ ერთიანი ხარ, ნებისმიერ რამეს შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიო. მოსახლეობის ერთიანობის ფანტასტიკური მაგალითი უკრაინაში გვაქვს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, შეშფოთებულია თუ არა, იმ გზავნილით, რასაც სააკაშვილის დაპატიმრება მსოფლიოს უგზავნის, ზურაბიშვილმა უპასუხა: “არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები