ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებს საშუალებას აძლევს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო კომპლექსები მოაწყონ.
პროგრამა პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ხორციელდება.
სასტუმრო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, პროექტის ფარგლებში შეირჩა აქტიურ ტურისტულ ზონებში არსებული 50 სახელმწიფო ქონება.
”ფორტუნა” რაჭიდან ამ ქონების სიას გთავაზობთ:
ონი, უწერა – მიწის ფართობი: 14. 395 კვ.მ.
ამბროლაური – მიწის ფართობი: 912.00 კვ.მ.
ამბროლაური, რაჭის ქუჩა – მიწის ფართობი: 2005. 00 კვ.მ.
ონი, დგვარელის ქუჩა – მიწის ფართობი: 1259. 00 კვ.მ.