LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფომ პრობლემა მხოლოდ ე.წ. “ნისიაში” არ უნდა ეძებოს და საკითხი სიღრმისეულად გამოიკვლიოს: “საია” დმანისის კონფლიქტზე

50
ნიკა სიმონიშვილი

“ვფიქრობთ, რომ ეს კონფლიქტი უფრო შორსაა წასული და უფრო სიღრმეებში უნდა ვეძებოთ მისი პრობლემა, ვიდრე ყოფით ნიადაგზე.” – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე დმანისში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ სახელმწიფომ აქ მხოლოდ ე.წ. ნისიასთან მიმართებით არ უნდა ეძებოს პრობლემა და ის უნდა გამოიკვლიოს.

“ლუდი უნდოდათ „ნისიად“, ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი” – დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასთან დაკავშირებით,  სახელმწიფოს ეფექტიანი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს:

“ჩვენ გუშინ ძალიან სამწუხარო ფაქტი ვნახეთ. როგორც საუბარი იყო, ყოფით ფაქტზე წარმოიშვა ეს კონფლიქტი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს კონფლიქტი უფრო შორსაა წასული და უფრო სიღრმეებში უნდა ვეძებოთ მისი პრობლემა, ვიდრე ყოფით ნიადაგზე. შესაბამისად, აქ მხოლოდ ე.წ. ნისიასთან მიმართებით არ უნდა ეძებოს სახელმწიფომ პრობლემა და უნდა გამოიკვლიოს.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები, სახელმწიფოს ნაბიჯები ამ კონფლიქტის მოკლევადიან მოგვარებასაც გულისხმობს. აგრესია უნდა იყოს შეკავებული და ის დანაშაულები, რომელიც შესაძლებელია გუშინ ჩადენილიყო, უნდა იყოს გამოძიებული. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეფექტიანი პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

გეტყვით იმასაც, რიმ გუშინ საკმარისი საპოლიციო ძალა არ იყო გამოყენებული. გარკვეულწილად დაგვიანებულიც იყო გარკვეული მოქმედებები.” – თქვა სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, დმანისში ვითარება ორი დღის წინ დაიძაბა – თანასოფლელებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. გუშინ დილიდან ადგილზე დაძაბულობა და სამართალდამცველების მობილიზება იყო.

ასევე გუშინ, დღის მეორე ნახევარში, დმანისში ვითარება კვლავ უკიდურესად დაიძაბა. ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

magti 5g