LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ – თეა წულუკიანი მაჩალიკაშვილის საქმეზე

648
BeFunky-collage (3)

„დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რაც არის სიმართლე, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს არც ერთ დონეზე სიცოცხლის, მოკვდინების დანაშაული არ ჩაუდენიათ, როგორც ამას უკვე სტრასბურგის სასამართლო ამბობს“, -ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა – რა წერია დოკუმენტში

წულუკიანის თქმით, დასანანია, რომ თავის დროზე არაერთი დესტრუქციული პოლიტიკური ოპონენტი სპეცრაზმელებსა და ძალოვანი სტრუქტურების სხვა წარმომადგენლებს მკვლელობაში ადანაშაულებდა.

„რასაკვირველია, ამ საქმეს ძალიან კარგად ვიცნობ, ვინაიდან სწორედ იუსტიციის სამინისტრო იცავდა სახელმწიფოს ინტერესს სტრასბურგში. მოხარული ვარ, რომ დამტკიცდა ის, რაც არის სიმართლე – სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება სახელმწიფო, ანუ სპეცდანიშნულების რაზმელები, პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურების ის წარმომადგენლები, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ სპეცოპერაცია არსებითად, არსებით ნაწილში ევროპულ და ევროპული კონვენციის სტანდარტს აკმაყოფილებდა. ეს ნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტრომ მტკიცებულებებზე კარგად იმუშავა. რა თქმა უნდა, ჩვენ სიმართლე ვიცოდით, მაგრამ ამ სიმართლეს დამტკიცება სჭირდებოდა. დასანანია, რომ თავის დროზე არაერთი ჩვენი დესტრუქციული პოლიტიკური ოპონენტი სპეცრაზმელებსა და ძალოვანი სტრუქტურების სხვა წარმომადგენლებს პირდაპირ ადანაშაულებდა მკვლელობაში. დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რაც არის სიმართლე, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს არც ერთ დონეზე სიცოცხლის, მოკვდინების დანაშაული არ ჩაუდენიათ, როგორც ამას უკვე სტრასბურგის სასამართლო ამბობს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მთავარია, ნათლად ითქვა, რომ სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის ხელყოფის უფლება არსებით ნაწილში არ დარღვეულა

„რაც შეეხება ხარვეზებს, რომლებიც დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ პროცედურულ საგამოძიებო ნაწილში, როგორც მოგეხსენებათ, ეს განაჩენი დადგენილი წესით უკვე გადაეცემა აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც პოლიტიკური ორგანოა ევროსაბჭოში, სადაც შედგება სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პროცედურული დარღვევები. მთავარია, ნათლად ითქვა, რომ სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის ხელყოფის უფლება არსებით ნაწილში არ დარღვეულა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტრო: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარწმუნოა გამოძიებით დადგენილი ვერსია, რომ დაკავებისას მაჩალიკაშვილი შეეცადა ხელყუმბარის გამოყენებას, რა დროსაც მის მიმართ გასროლა განხორციელდა

თამთა მიქელაძე: გადაწყვეტილება ხელახალი გამოძიების შესაძლებლობას გვაძლევს

magti 5g