ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ზაალ გორგიძის შეფასებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს ომი აქვს გამოცხადებული თავისი მოქალაქეებისთვის, რომლებიც რიონის ხეობას და საქართველოს ინტერესებს იცავენ.
რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენების შეფასებისას, საია-ს იურისტი სოფელ გუმათში შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ თუკი ვინმეს მხრიდან თავისუფლების შელახვა და შეზღუდვა ამოხდა, ეს პოლიციის მხრიდან იყო.
„ყველა ფაქტი ყოველთვის ინდივიდუალურია და სამართლებრივად ინდივიდუალურ შესწავლას საჭიროებს. ამ შემთხვევაში ეს იყო გამოხატვის თავისუფლება.
თუკი ვინმეს მხრიდან მოხდა შელახვა და შეზღუდვა, ეს მოხდა პოლიციის მხრიდან, როდესაც „რიონის ხეობის მცველებს“ მათ დაახვედრეს ჯებირები და ფაქტობრივად, პირობითი საზღვარი გაავლეს,“ – განაცხადა ზაალ გორგიძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.