LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლი ბათინკში, მონეტაში, წიგნში -10 ყველაზე დაუჯერებელი შენობა მსოფლიოში (ფოტოები)

1651
71776215-587381318665269-1825496937730670592-n

მსოფლიოში უამრავი მიმზიდველი, არაჩვეულებრივი შენობაა, რომელთა ნახვაც თვალს უხარია. თუმცა, არიან ისეთებიც – ნამდვილი გიჟური ნაგებობები, რომლებსაც უყურებ და ვერ იჯერებ, რომ შიგნით შესაძლებელია ადამიანი ცხოვრობდეს, ან მუშაობდეს.

„ფორტუნა“ წარმოგიდგენთ 10 ყველაზე დაუჯერებელ შენობას, რომელთა შესახებ, შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ.

ბროლის ტაძარი

ბროლის ტაძარი (ინგლ. Crystal Cathedral) — პროტესტანტული მეგაეკლესია აშშ-ში კალიფორნიის შტატში, ქალაქ გარდენ გროუვში. ამ შენობის ასაგებად გამოყენებული იყო 10 000 -ზე მეტი შუშის ბლოკი. ეკლესია იტევს 2900 მლოცველს. 2011 წლის ნოემბერში ტაძრის შენობა ქ. ორანჟის რომის კათოლიკურმა ეპარქიამ 57,4 მილიონ დოლარად შეიძინა. დასახელება „ბროლის ტაძარი“ უფრო მშენობის ზომებსა და იერსახის გამო დაერქვა. ეს არ არის საკათედრო ტაძარი მისი ტრადიციული გაგებით. ტაძრის შენობა წარმოადგენს სამხრეთ კალიფორნიის ღირსშესანიშნაობას.

შენობა-მონეტა

საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ Guangzhou-ში მდებარეობს. შენობის ფორმა, მონეტასთან ერთად, ბევრი ჩინელის აზრით, ციფრ 8-საც წააგავს. ეს ციფრი ჩინელებისთვის წარმატების მომტანია.

CCTV-ის სათავო ოფისი

ჩინური ტელეკომპანია CCTV-ის ოფისი, რომელიც ცათამბრჯენს წარმოადგენს, არის 234 მეტრი სიმაღლის და მოიცავს 44 სართულს. შენობა აშენდა უჩვეულო სტილით  და წარმოადგენს ხუთი ჰორიზონტალური და ვერტიკალური მონაკვეთის ფორმის ნაგებობის ერთობლიობას.

ქვის სახლი

Casa do Penedo არის არქიტექტურული ძეგლი, რომელიც მდებარეობს Celorico de Basto- სა და Fafe- ს შორის, პორტუგალიის ჩრდილოეთით. შენობა აშენდა ოთხი დიდი ლოდისაგან, რომლებიც სახლის საფუძველი, კედლები და ჭერია.

სახლი ნაუტილუსი

მექსიკაში, საოცარი ნაუტილუსის სახლი დგას, გარეგნულად ის უზარმაზარი კლდის ნაჭუჭს წააგავს. შენობის ე.წ ფასადის მთავარი გაფორმება არის ფერადი პანელი, რომელიც დამზადებულია მრავალფუნქციური მინისგან.

შენობის ინტერიერის მთავარი მახასიათებელია მისი ოთახების დიზაინი, ისინი სპირალურადაა მოწყობილი და ერთი კიბით არის გაერთიანებული. სპირალის კიბეზე გადასვლისას, შეგიძლიათ შეხვიდეთ მყუდრო საძინებელში და აბაზანაში, რომლის კედლები გაფორმებულია ლამაზი მოზაიკებით. სახლის ზედა სართულზე არის მრგვალი ოთახი, ტელევიზორით და ულამაზესი ავეჯით. მექსიკის ყველაზე ორიგინალური საცხოვრებელი ბინის მფლობელები არიან ახალგაზრდა წყვილი და მათი ორი შვილი. ისინი რამდენიმე წელია უზარმაზარ ჭურვში ცხოვრობენ.

აბსოლუტური კოშკები

აბსოლუტური კოშკების არქიტექტორების მთავარ მიზანს წარმოადგენდა, შეექმნათ აბსოლუტური  360 გრადუსიანი ხედვა შენობის ნებისმიერი ადგილიდან. შენობა გარშემორტყმულია უწყვეტი აივნებით.

სახლი ბათინკი

ამ სახლის სიგრძე 12 მ, სიმაღლე კი 8 მეტრია. ბათინკის ფორმის სახლი ყურადღებას მხოლოდ გარედან იპყრობს უჩვეულო ფომისა და გაფორმების გამო, შიგნით კი საკმაოდ კომფორტული და ტევადი, ჩვეულებრივი სახლია. მდებარეობს აშშ-ში, პენსილვანიის შტატში.

ცენტრალური ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკის შენობა წიგნების თაროს ჰგავს, რომელზეც გიგანტური წიგნები განთავსებული. თითოეული წიგნი სიმაღლეში შვიდი მეტრს აღწევს, ხოლო სიგანეში დაახლოებით ორი მეტრია. ორიგინალური ბიბლიოთეკის შენობა მდებარეობს კანზას სიტიში, მისურის შტატში აშშ.

უცხოპლანეტელების სახლები

ტაივანის უცნაური და გასაოცარი ქალაქი სანჯი მიტოვებულ საკურორტო ზონას წარმოადგენს, რომელშიც უჩვეულო ვიზუალი სახლები მდებარეობს. დგილობრივებმა ამოუხსნელი ფორმის ამ შენობებს, უცხოპლანეტელების სახლები შეარქვეს.

შენობა კალათა

უჩვეულო ფორმის შენობა, რომელიც ქვევიდან ზევით ფართოვდება და სხვა ნაგებობებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო ტევადი. ოჰაიოს შტატში, აშშ-ში მდებარე ეს შენობა დღეს ოფისს წარმოადგენს და 500 თანამშრომელს იტევს. კალათის ფორმის ოფისის საერთო ფართობი 3300 მ 2-ია. შენობა 7 სართულიანია, მის ქვეშ კი განთავსებულია ღონისძიებათა დარბაზა, 142 ადგილიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g