LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლი, რომელიც მერიის განკარგულებით დაანგრიეს, სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობდა

554
zdfb zd

ავჭალაში, კარალეთის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. საქმე ეხება აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე სახლის დემონტაჟს, რომელიც მერიამ უკანონოდ ჩათვალა და დაანგრია. ადგილზე სამუშაოები მძიმე ტექნიკის გამოყენებით თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფმა შესაბამისმა სამსახურმა აწარმოა.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ოჯახს თვითნებურად ჰქონდა დაკავებული აღნიშნული მიწის ნაკვეთი, სადაც მათ უკანონოდ ააშენეს საცხოვრებელი ფართი. მათი ცნობით, შესაბამისმა უწყებამ ზარიძეების ოჯახი 2 წლის წინ გააფრთხილა, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ რამდენჯერმე მიიღეს გაფრთხილება შესაძლო დემონტაჟთან დაკავშირებით.

სახლი, რომელიც დღეს მერიის განკარგულებით დაანგრიეს, სოციალურად დაუცველი დედა-შვილი ცხოვრობდა.

კახა კალაძემ გლდანში 26 ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g