LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ გლდანში 26 ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონა

165
zdvbxfng

თბილისში, გლდანის რაიონში მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა, საცხოვრებელი ფართების საკუთრების უფლება მოიპოვეს. აღნიშნული დოკუმენტაცია 26-მა ოჯახმა პირადად დედაქალაქის მერისგან მიიღო.  გლდანის I მ/რ-ის №3ბ-ში 17 ოჯახი დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს, ხოლო გმირი კურსანტების №1-ში 9 ოჯახი – 10 წელზე მეტია. მათ რამდენჯერმე ჰქონდათ განცხადება შეტანილი შესაბამის დაწესებულებაში, თუმცა ამ დრომდე აღნიშნული ფართების დაკანონება ვერ ხერხდებოდა. საკითხი მერიის სამსახურებმა ყველა დეტალის გათვალისწინებით შეისწავლეს, რის შემდეგაც მოხდა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაცემა. ამ ოჯახებმა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღეს.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახა კალაძის მერობის პერიოდში, საცხოვრებელი ფართები, დაახლოებით 800-მდე ოჯახს დაუკანონდა.

თბილისის მერიამ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების ცენტრი გადასცა და თან 80 ავტომობილიც გაატანა (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g