LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიამ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების ცენტრი გადასცა და თან 80 ავტომობილიც გაატანა (ვიდეო)

1200
82019053-3239885739361337-6351266292929921024-o

თავისუფლების მოედანზე ავტომობილით მოძრაობა დღის პირველ ნახევარში შეზღუდული იყო. მიზეზი თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გადაცემა დასახელდა. დედაქალაქის მერმა და ჯანდაცვის მინისტრმა, თავისუფლების მოედანზე, ერთობლივი პროექტების წარმატებულ განხორციელებაში ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს. კალაძის განცხადებით, დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, რომელიც აქამდე მერიის მფლობელობაში იყო. თბილისის მერმა ჯანდაცვის უწყებას, 80 ახალი სასწრაფო დახმარების მანქანაც გადასცა საჩუქრად.

 

კალაძის თქმით, ჯანდაცვის მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ჩვენ არ ვჩერდებით წლების განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის ყველანაირი პრობლემებს გარეშე. იცით, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი ექვემდებარებოდა დედაქალაქის მერიას, თუმცა დღეიდან ეს მიმართულება ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა“, – განაცხადა კახი კალაძემ.

112-ს ახალი სპეციალიზირებული მანქანები ეყოლება

ქალაქის მერმა ჯანდაცვის მინისტრს 2020 წლისთვის დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, ჯანდაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

დედაქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გაწეული შრომისთვის თავის მხრივ მადლობა გადაუხადა კალაძეს ეკატერინე ტიკარაძემ. მანქანების გადაცემის ცერემონიალზე მინისტრმა პირობა დადო, რომ პაციენტების ჯანმრთელობის ზრუნვაში მეტად ეფექტურები იქნებიან.

არ მიმაჩნია, რომ ვაქცინა სავალდებულო უნდა იყოს გრიპის ვირუსზე – ჯანდაცვის მინისტრი

“ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის ზრუნვაში უფრო ეფექტურები ვიქნებით. ის, რაც დღეს ამ მოედანზე ხდება ნამდვილად უპრეცენდენტო მოვლენაა. სამედიცინო სასწრაფო დახმარების 80 მანქანა, სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მოემსახურება ჩვენი ქალაქის მოსახლეობას და ეს არ იქნება ბოლო მოვლენა, რომელიც 2020 წელს საქართველოს მოსახლეობას ელოდება. ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ჩვენი მოქალაქე სამედიცინო კუთხით სრულად უზრუნველყოფილი იყოს. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახი კალაძემ იმ ღვაწლისთვის, რომელიც მან ამ წლების განმავლობაში გასწია და ასევე ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც დღემდე თბილისის მერიის ქუდის ქვეშ ემსახურებოდა თბილისს და ხვალიდან უკვე ჯანდაცვის სამინისტროს ქუდის ქვეშ მოემსახურება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/1072766333063273/?epa=SEARCH_BOX

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები