გაეროს ექსპერტებმა გამოაქვეყნეს ახალი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ოფისიდან მოშორებით საქმიანობა, ანუ ე.წ. „Freelancer”-ობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ სახლიდან მუშაობას დადებითი მხარეებიც აქვს, მაგალითად ის, რომ ამ დროს შრომისნაყოფიერება ერთი-ორადაა გაზრდილი. თუმცა, ფაქტია, რომ სტრესისა და დაღლილობის მაღალი დონე ბევრ ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს და უძილობასაც იწვევს.
საინტერესოა, რომ მედიკოსებმა თავისი დასკვნა ევროკავშირის, ამერიკის, იაპონიის, ასევე ბრაზილიისა და არგენტინის მოსახლეობის გამოკითხვის შემდეგ მიიღეს.