LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ სახლში ცხოვრობდა ადამიანი, რომელმაც ვეფხისტყაოსანი ფრანგულად თარგმნა, სახლ-მუზეუმი ავარიულ მდგომარეობაშია

572
saxli

გაბზარული კედლები, ჩამოყრილი ბათქაში, დაზიანებული ჭერი, ჩამტვრეული იატაკი – ეს ცნობილი პუბლისცისტის იოანე მეუნარგიას სახლ-მუზეუმია, რომელიც ზუგდიდის სოფელ ცაიშში მდებარეობს.

მუზეუმში, რომელიც 1966 წლიდან მოქმედებს,  მეუნარგიას მემორიალური ნივთები, ფოტოები და წიგნები ინახება.

დირექტორი ნათელა მგალობლიშვილი ამბობს, რომ ისინი კარგად უვლიან, მაგრამ წლებს ვერაფერს უზამენ.

“იმ ოთახში სადაც ვეფხისტყაოსანი ფრანგულად ითარგმნა ელექტროენერგია არ არის. ამ ოთახში ბევრი უნიკალური წიგნი ინახება, ასევე ყველა ნივთი დიდ პუბლიცისტს ეკუთვნის. არის იმედები და დაპირებები რომ უახლოეს მომავალში მოხდება რეაბილიტაცია,“- ამბობს მუზეუმის დირექტორი.

ამ თემაზე ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ და სარეაბილიტაციო სამუშაოები კი უახლოეს მომავალში დაიწყება,

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები