LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლში ვართ, კაპიტულაცია, იარაღის დაყრა და სახლში დაბრუნება შემიძლია, მხოლოდ რუსულ არმიას შევთავაზო” – ზელენსკი “ფეიკ ნიუსს” ეხმიანება

146
1

უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ერთ-ერთ უკრაინულ მედიასაშუალებაზე კიბერშეტევის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

გავრცელებული ცნობით, “უკრაინა 24”-ის ქსელი რუსმა ჰაკერებმა გატეხეს და ვრცელდება უკრაინის პრეზიდენტის გზავნილი “სავარაუდო დანებების” შესახებ.

გავრცელებულ ფეიკ-ნიუსს ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. 

უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინელები საკუთარი მიწის დაცვას განაგრძობენ:

“ჩვენ ვართ ჩვენს სახლში და ვიცავთ ჩვენს მიწას.

რაც შეეხება ბოლო ბავშვურ პროვოკაციას – თითქოს უკრაინელ სამხედროებს მე იარაღის დადებას ვთავაზობ, მხოლოდ რუს სამხედროებს შემიძლია შევთავაზო იარაღის დადება და სახლში დაბრუნება. ჩვენ უკვე სახლში ვართ, ვიცავთ ჩვენს მიწას, ჩვენს შვილებს და ჩვენს ოჯახებს. ჩვენ არ ვაპირებთ იარაღის დაყრას, ჩვენ გავიმარჯვებთ”, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g