LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკითხი დამაიმედებლად იცქირება“ – ბიძინა კულუმბეგოვი კვლევის უახლეს შედეგებს აქვეყნებს

432
BeFunky-collage (4)

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ სამედიცინო პერსონალზე ჩატარებული კვლევის მთავარი მიგნების შესახებ.

“ოქსფორდის უნივერსიტეტში 12 ათას სამედიცინო პერსონალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტი დარჩა 6 თვის განმავლობაში. მიუხედავთ იმისა, რომ მათ რეგულარული ტესტირების დროს უვლინდებოდათ დადებითი PCR ტესტი, დაავადების კლინიკური ნიშნები არ გამოეხატათ.

კოვიდის შემდგომი იმუნიტეტის საკითხი დამაიმედებლად იცქირება და დიდი იმედია 6 თვეს კიდევ რამდენიმე თვე დაემატება” – წერს კულუმბეგოვი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g