LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკმაოდ არაპოპულარულ პოსტს დავდებ რუსების შემოშვებასთან დაკავშირებით.. გგონიათ „ოცნება“ ამის გამკეთებელია?“- რას წერს საერთაშორისო ექსპერტი ლაშა ძებისაშვილი

431
tina-34-2021-05-26_12-57-17_864926

„საკმაოდ არაპოპულარულ პოსტს დავდებ რუსების შემოშვებასთან დაკავშირებით და თავიდანვე ვიტყვი რომ ვხელმძღვანელობ არა პირადი და ისტორიული გამოცდილებიდან მიღებული ემოციებით არამედ რაციონალური ფაქტორებით, ლოგიკით და სახელმწიფო ინტერესებით”, – ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტი ლაშა ძებისაშვილი საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე წერს.

ლაშა ძებისაშვილი: “მოსახლეობა შეეცდება ყველანაირი ხერხით დატოვოს რუსეთი, ჩვენ გვჭირდება გაცილებით გამკაცრებული კონტროლი საზღვარზე”

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

1- მიუხედავად იმისა რომ ძირითადი მასა დაძრული რუსების ნეიტრალურად იყო განწყობილი ომის მიმართ, დიდი ნაწილი მათგან მართლა გმობს ომს ხოლო მთლიანობაში ეს მასა გაურბის ომს ანუ არ უნდა შეავსოს რუსული ჯარი რაც უდავოდ კარგია.

2 – ეს მასა რომ არ გაიქცეს არსად შეავსებდა არა მხოლოდ უკრაინის ფრონტზე მდგარ რუსულ ქვედანაყოფებს არამედ ჩვენს წინააღმდეგ მიმართულ ქვედანაყოფებსაც ჩრდ. კავკასიაში და ოკუპირებულ ცხინვალ-სოხუმში, რაც სამხედრო საფრთხეს გაგვიზრდიდა. ანუ კარგია რომ არ ავსებენ.

3 – ჰუმანიტარული პრინციპი არავის გაუუქმებია და გვინდა თუ არა უნდა მოიქცე როგორც ცივილიზებული სამყარო (ნუ თუ მისი ნაწილი გინდა რომ იყო) ანუ მიიღო ის ვინც ომს გაურბის. (აქ ნუ მეცემით ეგრევე, უკონტროლო მიღებას არ ვგულისხმობ)

4- რუსებთან ერთად გადმოდიან რუსეთში მცხოვრები ქართველებიც და ძალიან გთხოვთ ნუ დაიწყებთ ახლა მათი ქართველობა არსად გაიშვასო. რომის პაპზე კათოლიკეები ნუ გამოხვალთ , მით უფრო რომ იქ მცხოვრები ქართველები აქ მცხოვრები ქართველების ბიძაშვილ-დეიდასვილები მოკლედ ნათესავები არიან, ასე რომ….არ გინდათ ახლა …

5 – რუსების მასობრივ გადმოსვლას ექნება მოკლევადიანი ეკონომიკური. ეფექტი მაკრო დონეზე კარგი , მიკრო დონეზე ცუდი …იგივეა გრძელვადიან პერსპექტივაში. მთავარია რამდენად ჭკვიანურად შევძლებთ ამ პროცესის მართვას , რაც სავსებით შესაძლებელია ისევე როგორც საბოლოო ჯამში საშუალოვადიან პერსპექტივაში მისგან დადებითი შედეგების და სარგებლის მიღება.

5 – მობილიზაციის გაგრძელება და რუსეთში ეკონომიკური ვითარების გაუარესება რაც უკვე დაიწყო ნელ-ნელა აიძულებს ოსებსაც და აფხაზეთსაც რომ ან შეეწინააღმდეგონ მოსკოვს ან გამოიხედონ თბილისისკენ. სანამ ამას ოფიციალურად გააკეთებენ ხალხი დაასწრებს და ჯერ ოკუპაციის ხაზის გადმოლახვას დაიწყებენ ყველგან სადაც რუსები კონტროლს ვერ ახორციელებენ, ხოლო თუ კრემლმა მათ მაგრად მოუჭირა (განსაკუთრებით) ოსებს, ხალხის გადმოდინებას უფრო მასობრივი ხასიათი მიეცემა. ანუ ოკუპაციის ხაზის მთელი პერიმეტრი კონტროლზეა ასაყვანი.

6- რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ პირდაპირი ანალოგიაა ადრე საუკუნეებში ხალხთა დიდი გადასახლების. პირველი ტალღა ომით არის გამოწვეული ხოლო ცოტა ხანში დაიწყება ეკონომიკური მიგრაცია და რაც მთავარია ძირითადი ბიზნესების და სხვა საზოგადო. საქმიანობის გადმოტანა (აქამდე ძირითადად აიტი სფერო გადმოვიდა). და ამასაც უნდა გააზრება.

აღნიშნული პროცესები ჩვენ ასევე უნდა გავიაზროთ ევროპული სივრცის ახალი მოწყობის კონტექსტში, საიდანაც ჩვენ ვერ ამოვვარდებით თუნდაც იმ უტიფარ და უვიც ქარტველთა მტკიცებით, რომლებიც დღეს თავის გუშინდელ კრემლისტურ პოზიციას ვითომ ნეიტრალური და პროქართული განცხადებებით ნიღბავს –  არც რუსეთი გვინდა და არც ამერიკა ევროპაო. იცოდეთ ..ეს ხალხი მინიმუმ უვიცია და როგორც წესი რუსისტი მავნებელი, ან სავოკი ან ალრინფოელი ზომბი.

მოკლედ პროცესებს სჭირდება ჭკვიანური გააზრებული და გრძელვადიანი მართვა მკაფიო მიზნების (პოლიტ. და ეკონომიკური) მისაღწევად. შესაბამისად ვერ ჩაიკეტები ბოლომდე და კედელს ვერ აღმართავ საზღვარზე.  რუსების შემოშვება დიახ შეიძლება, მაგრამ უნდა მოხდეს მკაცრი კონტროლის ქვეშ ისე რომ არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ საზოგადოებრივ კულტურული ინტერესები იყოს დაცული და პირველ რიგში მაგალითად ის რომ ვინც ამ ქვეყანაში დარჩება ის გახდეს ამ საზოგადოების ნაწილი ხოლო მათი შვილები – ორგანული ნაწილი ქართული კულტურულ-პოლიტიკური სივრცის. პატრიოტები გვინდა მათგან და არა პარალელური ჩაკეტილი სივრცეები სადაც კონტაქტი ქართულ საზოგადოებასთან მინიმუმამდე არის დასული,. რაც უდიდესი საფრთხეა.

ანუ რა დასკვნას ვაკეთებ ? – ამას ყველაფერს უნდა გააზრებული მართვა ყველა სფეროში:  უსაფრთხოება, ეკონომიკა, კულტურა, განათლება, ინფრასტრუქტურა და ა.შ.  და თქვენ გგონიათ ქართული ოცნება ამის გამკეთებელია? ხოდა ან ვაიძულებთ მათ ან მარტივად უნდა გავისტუმროთ თუ გვინდა რომ როგორც ერი და სახელმწიფო გადავრჩეთ“,- წერს ლაშა ძებისაშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც რუსეთს ათასობით ადამიანი ტოვებს.

ლარსზე საპროტესტო აქცია გაიმართება: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დავაფიქსიროთ საკუთარი მკაფიო პოზიცია“

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის ფედერაციის 78 ათას 742 მოქალაქე შემოვიდა, 62 ათასზე მეტმა კი საქართველო დატოვა.

პაატა ზაქარეიშვილი: არ ვარ მომხრე საზღვრის ჩაკეტვის, ახლა ამის საჭიროებას ვერ ვხედავ…უნდა ავუხსნათ ამ ხალხს, რომ შემოდიან სახელმწიფოში, რომელიც არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, შესაბამისად, არ უნდა ელოდონ კეთილგანწყობას

 

პოპულარულები