LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკმაოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს: მარიანა ჩოლოიანის უფლებადამცველი

727
მარიანა ჩოლოიანი

15 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის საქმის გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. როგორც მოსიაშვილმა აღნიშნა, ჩოლოიანის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია.

ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია

ბრალდებული, რომელიც სასჯელს 15 წლის მოზარდის მიმართ იძულების ფაქტზე იხდიდა, ვადაზე ადრე უდოს კომისიამ გაათავისუფლა.

„გიდასტურებთ, რომ მარიანა ჩოლოიანს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ კრიტერიუმებზე, აქ თავისთავად იგულისხმება ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

მას საკმაოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა ამაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. ასეთი ტიპის დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდადებულ პირებს, არსებული სასჯელის შეცვლის შესაძლებლობა სასჯელის ნახევრის გასვლის შემდეგ ეძლევათ,“ – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

სალომე ასათიანი: „ყოველ ჯერზე, როცა ამჟამინდელი ხელისუფლების რომელიმე მესვეური უკვე ძალიან გაცვეთილი პათეტიკით იტყვის ფრაზას “სისხლიანი ცხრა წელი”, უნდა ვუპასუხოთ სახელით “ლუკა სირაძე”

უფლებადამცველმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე კომენტირებისას განმარტა: ანუ, რასაც დაუნიშნავს სასამართლო, მაგალითად 3 წელს, წელიწადნახევრის გასვლის შემდგომ. მარიანა ჩოლოიანმა ისარგებლა ამ უფლებით, ჩვენ მივმართეთ მუდმივმოქმედ კომისიას, – თქვა გაგი მოსიაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლომ განიხილა ჩოლოიანის საქმე და თქვა, რომ ეს ადამიანი არ უნდა გაუშვათ და გააგრძელოს საპატიმროში ყოფნა.

„ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება ლუკა სირაძისა და მისი ოჯახის მიმართ“ – საია მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების შესახებ

„მუდმივმოქმედი კომისიის უარი გავასაჩივრეთ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და ჩვენი დასაბუთებული საჩივარი სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მუდმივმოქმედ კომისიას ჩოლოიანის საქმე განსახილველად ხელახლა დაუბრუნა. დაცვის მხარემ სასამართლოს ჩარევით კომისია, ფაქტობრივად, იძულებული გახადა ობიექტური და სამართლიანი სახე შეენარჩუნებინა,“ – აღნიშნა ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.

ჩოლოიანის ციხიდან გამოშვება ჩვენთვის მიუღებელი და დამცინავია: ლუკა სირაძის ძმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g