LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონკურსო კომისიამ საქართველოს ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორები შეარჩია

77
1552945975-პარლამენტის-სხდომა

პარლამენტის საკონკურსო კომისიამ საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლის ანგარიშგების აუდიტების განხორციელებისთვის აუდიტორები შეარჩია.

ეროვნული ბანკის გარე აუდიტის ჩასატარებლად გამარჯვებულად საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორად PricewaterhouseCoopers დასახელდა. ორივე კომპანია ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრია.

საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, გამარჯვებულები ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით, გამოავლინა. კომისიის მიერ შერჩეული კომპანიები პარლამენტს დასამტკიცებლად სესიაზე წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g