LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო ცვლილებები, მართლმსაჯულების სისტემა და სანქციები – რაზე ისაუბრა ოპოზიციამ დიპლომატებთან

98
ჯაფარიძე და ვაშაძე

ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს შეხვდნენ და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის “ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონსთან შეხვედრისას პარტნიორების მხრიდან დაისვა კითხვა, რა ტიპის აღსრულების მექანიზმები უნდა იყოს გამოყენებული დასავლეთის მხრიდან იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“აიძულონ, ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამის საპასუხოდ ქართული მხრიდან განხილული იყო არაერთი ვერსია, როგორიც არის ფინანსური სანქციები, პერსონალური სანქციები, ვიზების გაცემაზე უარი.

ზურა ჯაფარიძე: ახლა ყველაზე მთავარი, რაც საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააკეთონ, სიმართლის საუბარია, პირდაპირ, დიპლომატიური შელამაზების გარეშე

ვაშაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარტნიორებისგან პირობა მიიღეს, რომ მესიჯები ძალიან მკაფიო და მკაცრი იქნება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამ შეხვედრების შემდეგ მიიღებს.

„რაზეც ვისაუბრეთ, პირველი ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც აუცილებლად მისაღებია სრულად პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, მეორე ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა და მესამე, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საკითხი.

ალბათ, გამოვყოფდი მთავარ შეკითხვას, რომელიც მათ შორის, ჩვენ მიმართ იყო დასმული, რას ვხედავთ, რა ტიპის აღსრულების მექანიზმები უნდა იყოს გამოყენებული დასავლეთის მხრიდან იმისთვის, რომ აიძულონ „ქართული ოცნება“ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს.

პირობა მივიღეთ, რომ ძალიან მკაფიო და მკაცრი იქნება მესიჯები, რომელსაც მიიღებს „ქართული ოცნება“ ამ შეხვედრების შემდეგ. რომ შევაჯამოთ, დასავლეთი ძალიან შეშფოთებულია იმით, რაც ხდება ქვეყანაში, რომ პოლარიზებული გარემო, სამწუხაროდ, არსად არ მიდის და პირიქით, ყოველი შემდგომი ფაზა ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო მწვავედ იწყება,“- განაცხადა ვაშაძემ.

„დიპლომატებთან შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრეთ, ასევე სანქციებზე,“ – ამის შესახებ კი პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დიპლომატებთან შეხვედრა პროდუქტიული იყო.

„საუბარი შეეხო სანქციებს. ძალიან ეფექტური იყო აშშ-ის სანქციები ბულგარეთში სასამართლო კლანის ერთ-ერთ მოსამართლეზე. ვინაიდან „ქართული ოცნება“ უარს ამბობს სასამართლოს რეფორმირებაზე და უარი თქვა ყველა ვალდებულებაზე, აუცილებელია, განმეორდეს ანალოგიური მიდგომა.

პირველ ეტაპზე აუცილებელია მოგზაურობაზე შეზღუდვების შემოღება მოსამართლეებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც გამორჩეული წევრები არიან კლანის და შემჩნეულები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. ამიტომ ეს არის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი, ვიცით, ეს თემა განიხილება სენატში.

ჩვენ დღეს ვთხოვეთ, რომ ეს საკითხი მეტად დაჩქარდეს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ სასამართლოს თავისუფლება. სასამართლოს გათავისუფლების გარეშე მუდმივად კრიზისში ვიქნებით და ქვეყანას განვითარება არ უწერია“,  – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ზურა ჯაფარიძე: დიპლომატებთან შეხვედრაზე ჩვენგან იყო შეთავაზებული პერსონალური სანქციები, როგორც ერთ-ერთი გზა ამ ხელისუფლებაზე ზეწოლის

 

magti 5g