„საკონსტიტუციო ცვლილებები უფრო მაღალი ფასეულობაა იმიტომ, რომ ქვეყნის განვითარებას უკავშირდება, შესაბამისად რურუა გათავისუფლდება თუ არა ეს საკითხი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს მიღებული“,-ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას გია ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ბოლომდე არ არის შესრულებული, დღემდე დაძაბულობას ინარჩუნებს და ეს არ არის სასარგებლო პოლიტიკური პროცესებისთვის.
„დღემდე ამ დაძაბულობის შენარჩუნება არ არის სასარგებლო მთლიანად პოლიტიკური პროცესისთვის, იმიტომ რომ არსებობდა რაღაც შეთანხმება სწორი თუ არასწორი. თვითონ დიპლომატების კომენტარებში ჩანს, რომ ეს შეთანხმება ხელისუფლების მხრიდან ბოლომდე არ არის შესრულებული. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ტრიალებს რურუას გათავისუფლების ირგვლივ.
ასეთი მოცემულობა შეიკრა, სადაც უგულავა და ოქრუაშვილი გაათავისუფლეს, რურუასგან რაღაც პრობლემის შექმნა მე ვფიქრობ არ იყო სწორი, თუმცა ხელისფლებამ სიბრიყვის მთელი კასკადი აჩვენა ამ ისტორიასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე, საკონსტიტუციო ცვლილებები უფრო მაღალი ფასეულობაა, იმიტომ რომ ქვეყნის განვითარებას უკავშირდება, შესაბამისად რურუა გათავისუფლდება თუ არა ეს საკითხი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს მიღებული. თუ არ გათავისუფლდა, პოლიტპატიმრების თემა ისევ დარჩება პოლიტიკური წინასაარჩევნო პლიტიკური რიტორიკის საგანი“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.