LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკონსტიტუციო საბჭოს ჩაეძინა” – ლელოს ლიდერი ანა ნაცვლიშვილი

120
86287826-10158121118697905-7767123285921234944-n

პარტია “ლელოს საქართველოს” ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე, სახელმწიფოს მიერ ახალი რეგულაციების მიზნობრიობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს გაჭიანურებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

როგორც ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პარტია “ლელოს საქართველოსთვის” პანდემიის პირველი ტალღიდან დაწყებული დღემდე, რეგულაციებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში 2 სარჩელი აქვს შეტანილი, თუმცა გადაწყვეტილებები ჯერ არც ერთ საქმეზე არ არის მიღებული. ამ საკითხთან დაკავშირებით, ის პასუხისმგებლობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ბატონ მერაბ ტურავას აკისრებს.

“სამწუხაროდ საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმად ჩაეძინა და ეს ღრმად ჩაძინება არის ერთი კონკრეტული პიროვნების. სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი მერაბ ტურავას ჩაძინება, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიავლინა ჯერ როგორც მოსამართლე შემდეგ კი დააწინაურა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

სამომავლოდ პარტია “ლელო საქართველოსთის” სარჩელების გადაწყვეტილებების გაჭიანურებას ვარაუდობს, ამასთან დაკავშირებით კი ისინი  მერაბ ტურავას  ერთპიროვნული გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებენ:

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს საკონსტიტუციო საბჭოს  და პირადად, მერაბ ტურავას, რომ  აქ ერთპიროვნული გადაწყვეტაა საჭირო, რომ კიდევ ერთხელ მოიწვიოს  სასამართლო და მიიღოს გადაწყვეტილებები. სასამართლო ჩატარდა, მაგრამ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ველით. რაც შეეხება მეორე სარჩელს ამ შემთვევაში გვგონია, რომ მოხდება გაჭიანურება, რომელიც უკვე ბატონი როინიშვილის ბრალი ქინება. რომელიც ქართული ოცნების ხელდასმით არის მივლინებული საკონსტიტუციო სასამართლოში.

ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე, რეგულაციებსა და წერტილოვან შეზღუდვებზე გააკეთა განცხადება, მან აღნიშნა რომ შეზღუდვების დაწესებამდე, არც ერთ შესაბამის დარგებთან არ იყო დიალოგი წამოწყებული, რაც ეკონომიკის ჩამოშლის მაპროვოცირებელია.

“ეს შეზღუდვები არ ითვალისწინებს არც ერთი დარგის სპეციფიკას, ამიტომაც არის ეს დარგები მიყვანილი ჩამოშლის პირას.  რა საკვირველია რომ ამ შეზღუდვების გონივრულობა და მორგებულობა ერთი მხრივ ჯანდაცვის საკითხებსა და მეორე მხრივ, ეკონომიკის საჭიროებებს არ ექვემდებარება, მაგრამ ხელისუფლებამ არც მათი დაწესების დროს შეიწუხა თავი და  აგერ უკვე 2 კვირა გავიდა რაც ამ შეზღუდვებში გვაცხოვრებს.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები