LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს

98

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა ზაზა თავაძე აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

თავმჯდომარის არჩევის საკითხზე დახურულ ფორმატში კენჭისყრა ცოტახნისწინ გაიმართა. თავაძეს სხდომაზე დამსწრე, პლენუმის 8 წევრიდან მხარი 5-მა დაუჭირა.

ზაზა თავაძე 2010 წლის 30 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. უფლებამოსილების განხორციელებას 2010 წლის 15 ივნისს – ფიცის დადების დღიდან შეუდგა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2010 წლის 15 ივნისსა და 2015 წლის 10 ივნისს არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ. 2008-2010 წლებში ზაზა თავაძე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2004 წელს კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g