საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს. სამი ახლად განწესებული მოსამართლის მიერ დღეს ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, დღის წესრიგში დადგება ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი.
საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსი მრჩეველის გიორგი ლომთაძის განმარტებით, ახალი თავმჯდომარის არჩევა მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში უნდა განხორციელდეს:
მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა, მის მოვალეობას, სანამ ახალი თავმჯდომარე აირჩევა, ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე, მოსამართლე ზაზა თავაძე. ერთი თვის ვადა არის მაქსიმუმი, როცა უნდა აირჩეს ახალი თავმჯდომარე. მინიმუმ 5 წევრის თანხმობაა საჭირო, რომ კანდიდატი თავმჯდომარე აირჩეს.