საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის მსურველებმა, განაცხადი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7 ივლისამდე უნდა წარადგინონ.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ათწლიანი ვადა მიმდინარე წლის ივლისში ეწურება:
“მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ათწლიანი ვადა მიმდინარე წლის ივლისში ეწურება. ახალი წევრი კი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა განამწესოს სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს ათი დღისა.
დაინტერესებულმა პირებმა 7 ივლისამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია – ბიოგრაფია და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (ათონელის ქუჩა N25) ან, გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.