„ამ ერთი წლის განმავლობაში, მერიის საქმიანობაში თითოეული თქვენგანი იყო ჩართული. ზოგი მხარდაჭერით, ზოგიც კრიტიკით, რომელიც დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. პირველივე წელს აქტიურად დავიწყეთ მუშაობა იმ მიზნების მისაღწევად, რასაც მოსახლეობას დავპირდით,“ – ამის სესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში განაცხადა.
კალაძემ თბილისის 2019 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა, რომ ბიუჯეტის 38 პროცენტი ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაიხარჯება. 35 – სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. თავად ბიუეტის ოდენობა კი 1 მილიარდ ლარამდეა.
„საკრებული პირველად ამტკიცებს ბიუჯეტს, რომელიც 927 მილიონი ლარია. ასეთი მაღალი ოდენობით ბიუჯეტი არასდროს წარმოდგენილი არ ყოფილა.“
მისი თქმით, 51 მილიონი ლარით არის გაზრდილი სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსება. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2019 წელს განხორციელდება 11 ახალი ბაღის მშენებლობა. ჯანდაცვის მიმართულებით გაიზრდება პროგრამების დაფინანსება. რაც შეეხება დამატებით 75 მილიონს, რომელიც დაემატება ბიუჯეტს, ის დაიხარჯება სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.