LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობისთვის სიურპრიზი და მიუღებელია: ბურჯანაძე

54
ნინო ბურჯანაძე

“ძალიან უცნაური იყო დღევანდელი გადაწყვეტილება 40%-იანი ბარიერის შემოტანასთან დაკავშირებით. საიდან ჩნდება ეს ციფრები, საერთოდ გაუგებარია. კიდევ უფრო გაუგებარია ის განცხადება, რომელიც მოვისმინე, თითქოს ეს ოპოზიციის წინადადება და სურვილი იყო.” – განაცხადა “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს იყო სიურპრიზი და მიუღებელი.

მისივე თქმით, თუ ამ გადაწყვეტილებას რომელიმე ოპოზიციური პარტია ეთანხმება, ან ვითარებაში ვერ ერკვევა, ან უბრალოდ, “ქართულ ოცნებას” ეხმარება, რომ მმართველმა პარტიამ ქულები ჩაიწეროს, თითქოს ოპოზიციასთან შეთანხმებით რაიმეს აკეთებს:

” არ ვიცი, ამას რომელი ოპოზიციური პარტიები ეთანხმებიან, მაგრამ შემიძლია გითხართ, რომ ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს იყო სიურპრიზი და ამავდროულად, მიუღებელი, რადგან არანაირი ლოგიკა არ არის 40%-ში და ეს არანაირად ხელსაყრელი არ არის ოპოზიციისთვის. ასე, რომ თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია ამას ეთანხმება, ან ვითარებაში ვერ ერკვევა და არ იცის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკა, ან უბრალოდ, ეხმარება “ქართულ ოცნებას” იმაში, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქულები ჩაიწეროს, თითქოს ოპოზიციასთან შეთანხმებით რაიმეს აკეთებს.

იმედი მაქვს, ამ კომენტარს, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიებისა და ლიდერების მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი კოლეგები გაითვალისწინებენ და არ მისცემენ “ქართულ ოცნებას” ქულების ჩაწერის შესაძლებლობას.

საერთოდ, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს რომელიმე ოპოზიციური პარტია, კეთილი ინებოს და წინასწარ სხვა ოპოზიციურ პარტიებს აზრი მაინც ჰკითხოს, ან გააკეთონ განცხადება, რომ არის არა ოპოზიციასთან, არამედ რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან შეთანხმება.” – აღნიშნა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი. ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40%-ანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g