LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულომ ივანიშვილის კომპანიას თბილისის ცენტრში მიწის ნაკვეთები 1 ლარად გადასცა

118

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა სიმბოლურ ფასად მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.

თაბორის მთაზე 4433 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გასხვისებას 31 მომხრე და 2 მოწინააღმდეგე ჰყავდა, ხოლო პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გასხვისებას 29 მომხრე და 3 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

როგორც “ფორტუნას” კორესპონდენტი თბილისის საკრებულოდან იუწყება, კენჭისყრას ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი არ ესწრებოდა. მათ სხდომა მას შემდეგ დატოვეს, რაც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მათი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული და მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად გასხვისებასთან დაკავშირებით საკითხი არ იქნა დაკმაყოფილებული.

mazda magti 5g