LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40%-ანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს

63
107459

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი.

ამის შესახებ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებითი განხილვა გაიმართა. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაზეც სხვადასხვა მოსაზრებები გვქონდა. მთლიანობაში პროექტთან დაკავშირებით პიზიციები შეჯერებულია. არის მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც ოპოზიციას დავეთანხმეთ – 40%-იანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის. ეს არის დამატებითი სიახლე რაც დღეს კანონპროექტში აისახება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები