LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილსა და რევაზ სოხაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

84

საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომისიაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილსა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეს შორის.

ლევან ხაბეიშვილმა რევაზ სოხაძეს კითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს იმაზე, რომ თაბორის მთაზე ისტორიულად ლანდშაფტურ ზონაში მშენებლობა მიმდინარეობს. ამის საპასუხოდ რევაზ სოხაძემ ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პეროოდში მშენებლობებზე გაცემული ნებართვები გაახსენა.

„მე არ მიყვარს ხოლმე წარსული 9 წლის გახსენება, მაგრამ თქვენ გვაიძულებთ. მოგახსენებთ რამდენიმე მშენებლობის ნებართვას: მაგალითად, 2009-2012 წლებში. როდესაც საუბარია პარკებსა და სკვერებში რაღაცის აშენებაზე, სამწუხაროდ, ეს ტრადიცია დაამკვიდრა იმ პარტიამ, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

აღნიშნულ საკითხს სხდომაზე გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეც. მისი განცხადებით, თაბორის მთაზე მშენებლობის გადაწყვეტილება კანონიერადაა მიღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g