LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოსთან აქცია – “რიმყოფინე 1 ლარი და 18 თეთრი” გაიმართა

91

“რიმყოფინე 1 ლარი და 18 თეთრი”, – ამ სახელწოდებით “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდულმა ფრთამ თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართა.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს საკრებულოსთან მიტანილი ჰქონდათ ერთჯერად თეფშებზე დაწყობილი 1 ლარი და 18 თეთრი ღირებულების საკვები პროდუქტი – ერთი ნაჭერი პური, ერთი ნაჭერი ძეხვი და ერთი ცალი ორცხობილა.
როგორც “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ფრთის წევრები აცხადებენ, ისინი ამ აქციით ეხმაურებიან საკრებულოს წევრის რიმა ბერაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას,რომ სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია, რადგანაც მასში აუცილებელი კალორიულობა შედის.

“სირცხვილია, როდესაც რიმა ბერაძე 1 ლარს და 18 თეთრს მიიჩნევს საკმარისად ადამიანის დღიური  რაციონისთვის. სწორედ ამიტომ საკრებულოში შესვენების დროს “თავისუფალმა დემოკრატებმა” მოვიტანეთ 1 ლარი და 18 თეთრის ღირებულების საკვები, რომელიც შეადგენს ელემენტარულად პურს და ძეხვს.  გვინდა,  მათ ვკითხოთ, საკმარისია თუ არა მათთვის ეს დღიური ნორმა”, – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა,  გიორგი ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g