LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარ თავზე დაქორწინებულმა ქალმა ღალატის შესახებ აღიარა

92

ქალმა, რომელიც 2 წლის წინ საკუთარ თავზე დაქორწინდა ღალატის შესახებ აღიარა. ბრიტანელი სოფი ტენერმა განაცხადა, რომ რომანი გააბა მამაკაცთან, რომელიც მანამდე მხოლოდ პოლიგამიური ურთიერთობების მომხრე იყო. მათი კავშირი 5 თვე გაგრძელდა, რის შემდეგაც მამაკაცმაც სოფი ტენერის მაგალითს მიბაძა და ასევე დაქორწინდა საკუთარ თავზე.

ტენერის ქორწილი 2015 წელს იყო, რის შემდეგაც ის თაფლობის თვის აღსანიშნავად სამოგზაუროდ გაემგზავრა.

საკუთარ თავზე დაქორწინების ფაქტი იტალიაშიც მოხდა. 40 წლის იტალიელმა ქალმა განაცხადა, რომ საკუთარ თავზე დაქორწინების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მეგობარ კაცთან 12 წლიანი ურთიერთობა დაასრულა. ლაურა მესიმ ქორწილი შემოდგომაზე გადაიხადა. საქორწილო ცერემონიალის დროს მას თეთრი კაბა ეცვა და სამსართულიანი საქორწილო ტორტი ჰქონდა. ქორწილს 70 სტუმარი ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g