ექიმებმა 75 წლის მწერალი სალმან რუშდი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოხსნეს და მას ლაპარაკი შეუძლია. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რუშდი ლაპარაკობს და ხუმრობს. ამას მისი აგენტი, ენდრიუ უაილიც ადასტურებს. მისივე თქმით, მწერლის გამოჯანმრთელება ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება.
ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში დაესხნენ თავს. სცენაზე, სადაც სალმან რუშდი ლექციას კითხულობდა, შევარდა კაცი და მწერალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ექიმების ინფორმაციით, რუშდი დაჭრილია ღვიძლში, მას დაზიანებული აქვს ნერვები ხელსა და თვალში. შესაძლოა მწერალმა ტრავმირებული თვალი დაკარგოს.
ნიუ-იორკის შტატის პოლიციის ინფორმაციით, რუშდის ნიუ-ჯერსის ქალაქ ფეირვიუს 24 წლის მკვიდრი ჰადი მატარი დაესხა თავს. ის დაკავებულია, თუმცა ბრალს არ აღიარებს.
პირი, რომელიც მწერალ სალმან რუშდის დაესხა თავს, იდენტიფიცირებულია