LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბარკერი იმედის ჟურნალისტებს: ეს არაფრისმთქმელი “გამიჯვნა” უკიდურესად დაბალი ფასი არაა?

272
67816219-2503627602993288-7205629352183070720-n

ბლოგერი სალომე ბარკერი ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების გამიჯვნას სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმიანება.

მისი განცხადებით, “საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის” მიერ დაწერილი უსაყვარლეს-ნეიტრალურ-ერთნაირი ფეისბუქ სტატუსებით გამიჯვნა ვერ უშველის ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს, სადაც აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა დადანაშაულებული.

არ ვიზიარებ! - ,,ქრონიკის'' ჟურნალისტები იმედზე გასულ ფილმს ემიჯნებიან

მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია

” “არ ვიზიარებთ ერთ-ერთ მთავარ ხაზს” 🙂
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის” მიერ დაწერილი უსაყვარლეს-ნეიტრალურ-ერთნაირი ფეისბუქ სტატუსებით გამიჯვნა ვერ უშველის იმედის ეთერში გასულ მ…..ის გროვას, რომელსაც 8% ჰქონდა რეიტინგი (შედარებისთვის, ტოპ გადაცემებს აქვთ ხოლმე 12-13%) და რომელიც კვირას, ანუ 4 დღის წინ გავიდა ეთერში.

მესმის, საზოგადოების მხრიდან უკიდურესი აღშფოთებების და გუგუტიანთკარში მიმდინარე გაშმაგებული ბორდერიზაციის პირობებში, საჭირო გახდა “ერთ-ერთ ხაზს” გავმიჯნოდით და ამით სახეები შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ამ ნახევრად გადმოგდებული ვითომ პრინციპულობისთვის მადლობელი ვერ ვიქნები.

თქვენი ყოველდღიური შრომით მორდორის მოძლიერების პარალელურად ეს არაფრისმთქმელი “გამიჯვნა” უკიდურესად დაბალი ფასი არაა? მომბეზრდა თავის მოდებილება.

აქვე ვიკითხავ, მთავრობის რომელმა წევრმა მი…ა თუნდაც ტვიტერით “კერძო ტელევიზიის ეთერში” გასულ ფილმს და მის ნარატივს? anyone? “ – წერს ბლოგერი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g