LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ჭაჭუა: მაქსიმალურად ვცდილობ ისე მივცე შენიშვნები ადამიანს, რომ ცეკვას თავი არ დაანებოს

113

„იმედის“ ეთერში გუშინ ახალი პროექტი „შენ შეგიძლია ცეკვა“ დაიწყო. პროექტის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, სალომე ჭაჭუაა, რომლის გამოჩენას გადაცემის პრომოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სალომე ჭაჭუა პროექტის შესახებ „მუსიკბოქსს“ ესაუბრა.

– ეს შოუ არის ყველასგან განსხვავებული მეგა-პროექტი. ქართულ საზოგადოებას საშუალება აქვს ნახოს სხვადასხვა საცეკვაო ჟანრები. ჩემთვის ძალიან რთულია ჟიურის ამპლუაში მუშაობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა შემდეგ ტურში არ გადაგვყავს მონაწილე.

– გუშინდელ გადაცემაში თუ იყვნენ ისეთი მონაწილეები, ვისაც თქვენი ვარაუდით ფინალში ვიხილავთ?

– რა თქმა უნდა, ბევრი ასეთი მონაწილე ვნახეთ, მაგრამ ვინ მომეწონა ამას ვერ დავასახელებ. ჩემთვის ემოციური იყო პატარა გოგონას ისტორია, რომელიც ბავშვთა სახლში იზრდება. იმ პირობების მიუხედავად, სადაც მას უწევს გაზრდა ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს და წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ მაქსიმალურად შევეცადე გვერდით დავდგომოდი.

– ობიექტური ჟიური ხართ თუ მკაცრი?

– ობიექტური ჟიური ვარ. ყოველთვის ველოდები კრიტიკას ჩემს მიმართ, ეს მეხმარება შეცდომების გამოსწორებაში. შესაბამისად სხვასაც გარკვევით ვუხსნი რა შეცდომები ჰქონდა. ობიექტურობა ყველაზე მთავარია. მაქსიმალურად ვცდილობ ისე მივცე შენიშვნები ადამიანს, რომ ცეკვას თავი არ დაანებოს… ვრცლად(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g