სალომე ჩარკვიანი საპროცესო შეთანხმებით დარბაზიდან გათავისუფლდა. “ცენტრ პოინტის“ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის სალომე ჩარკვიანის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მას 4- წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.
რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.