LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილი თავისი დიდი ოჯახით ახალ სახლში გადავიდა: „უკვე ევღარ ვეტეოდით, ამიტომ გარემოს შეცვლა გადავწყვიტეთ…“

657
salome gogiaSvili

სალომე გოგიაშვილს ოთხი შვილი ჰყავს. ის და მისი და ვახო ნიკოლაიშვილის დიდი ოჯახი ახლახან ახალ სახლში გადავიდა. ამის შესახებ ტელესახე ჟურნალ „გზას“ უყვება:

„ახალ სახლში გადმოვედი, ამიტომ მთელმა სამეგობრომ ზაფხული აქ გავატარეთ.

სახლის შეცვლა რატომ გადაწყვიტე?

მანამდეც კერძო სახლში ვცხოვრობდით, მაგრამ უკვე ვეღარ ვეტეოდით, ამიტომ გარემოს შეცვლა გადავწყვიტეთ. აქაურობა ძალიან მომწონს. ჩემი დიზაინით სახლი პირველად მოვაწყვე. ყველას მოსწონს, ეს კი უფრო მეტ სტიმულს. მოტივაციას მაძლევს, უფრო მეტი სტუმარი მყავდეს (იღიმის_, თუმცა სტუმრები მანამდეც არ მაკლდა…

სახლის მოწყობისას პროფესიონალი დიზაინერის რჩევა არ დაგჭირვებია?

დიზაინერი მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარს. უბრალოდ, ის მაინც იმას აკეთებს, რაც თავად გინდა. შესაბამისად, ყველაფერს თვითონაც რჩევ, ეძებ… უბრალოდ, როცა ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, ჩემი აზრი კომპეტენტური არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, რჩევას დიზაინერს ვეკითხებოდი…

სალომე გოგიაშვილი: „შეიძლება, მაყურებელმა ცუდად გაიგოს, მაგრამ უფულო კაცი არ არსებობს. თუ სურვილი გაქვს, რომ ფული გქონდეს, გექნება…“

სალომე გოგიაშვილი: „მაგიური ძალა შთამომავლობით გადმომეცა. ჩემი დიდი ბებია, დედის მხრიდან, ლავრენტი ბერიას პირადი მკურნალი და მრჩეველი გახლდათ…“

“მთავარია ჯანმრთელი მყავდე და ბედნიერება აქ ვარ, გილოცავ, მიყვარხარ და მეიმედები” – სალომე გოგიაშვილი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g