სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ნათელმხილველის ნიჭის შესახებ საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ბებიისგან გადმოეცა:
„მაგიური ძალა შთამომავლობით გადმომეცა. ჩემი დიდი ბებია, დედის მხრიდან, ლავრენტი ბერიას პირადი მკურნალი და მრჩეველი გახლდათ, მისტიკურ საკითხებში. საოცარ წამლებს ამზადებდა, თუმცა სამწუხაროდ, რეცეპტები დაკარგულია. ორად ორი რეცეპტი შემოგვრჩა, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, ესენია ძირმაგარას უებარი წამალი და საყმაწვილო. ყველაფერს მცენარეებით ამზადებდა.
სხვა უამრავთან ერთად, ონკოლოგიურ დაავადებებსაც შველოდა და გული მწყდება, რომ არც ერთი რეცეპტი აღარ არსებობს. მკურნალობის ნიჭთან ერთად, ნათელხილვის უნარიც ჰქონდა, მოვლენებს წინასწარ ხედავდა. არ მგონია, ბერიას გვერდით ისეთი ადამიანი დაეყენებინა, რომელიც ძლიერი არ იქნებოდა. როგორც ვიცი, ბერიას ოჯახში გაჩნდა ბავშვი მძიმე დიაგნოზით, რომელსაც ჩემი დიდი ბებია, ნინა მკურნალობდა და საკმაოდ კარგი შედეგიც ჰქონდა, ბავშვი გამოჯანმრთელდა. ამ ქალზე საოცარი ისტორიებია შემორჩენილი, რასაც მე მიყვებოდნენ…“
„ეს არავინ უნდა გაიმეოროს, ვიშიმშილე და მეათე დღეს გული წამივიდა“ – სალომე გოგიაშვილის გაფრთხილება
სალომე გოგიაშვილი: „კაცს რომ დედა აგირჩევს ცოლს, ეს ჩემთვის მიუღებელია…“