LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილს მეუღლემ დაბადების დღეზე ბრილიანტის ბეჭედი უსახსოვრა

3082

სალომე გოგიაშვილს 2 ნოემბერს დაბადების დღე ჰქონდა, რომელმაც დიდი სიურპრიზებით ჩაიარა. მათ შორის, ყველაზე დიდი მოულოდნელობა ის საჩუქარი იყო, რომელიც მეუღლისგან, ვახო ნიკოლაიშვილისგან, დაბადების დღის აღსანიშნავად მიიღო…

სალომე, გავიგეთ, რომ მეუღლემ ძალიან ძვირფასი საჩუქარი გისახსოვრა დაბადების დღეზე…

სალომე გოგიაშვილი:

დიახ, ნამდვილად სწორად გაგიგიათ…

ასაკის გამხელას არ გთხოვ, მაგრამ საჩუქრის შესახებ მოგვიყვები?

(იცინის) რა პრობლემაა ასაკის გამხელა, 30-ის გავხდი და შემდეგი 5 წელი სულ 30 წლის ვიქნები…

რაც შეეხება საჩუქარს – დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე ეკა ხოფერიას ინგლისურენოვანი „სითის“ პრეზენტაციაზე ვიყავით. იქ ბრილიანტების მაღაზიის პრეზენტაცია იყო. ეკას ეკეთა რამდენიმე ძალიან ძვირფასი და ლამაზი ნივთი, მათ შორის ერთი – გამორჩეულად დიდი. მე დიდი ნივთები არ მიყვარს, მაგრამ რომ გამოვდიოდით, ვახოს ხუმრობით ვუთხარი, დაბადების დღე ახლოვდება და უკვე იცი, რა შეიძლება მიყიდო-მეთქი. მართლა ხუმრობით ვუთხარი, არ ველოდებოდი, რომ სერიოზულად მიიღებდა.

დაბადების დღეზე ვახომ ჩემს მეგობრებთან ერტად სიურპრიზი გამიკეთა. კაფეში დამხვდნენ ისე, რომ არ ვიცოდი. ვახოს საჩუქარი კი ის იყო, რომ წავიდა სწორედ იმ მაღაზიაში და ძალიან ლამაზი ნივთი მიყიდა, ძვირფასთვლებიანი ბეჭედი, რომელიც ჩემს თითს ძალიან უხდება. არ არის დიდი, ზუსტად ისეთი ზომაა, მე რომ მომწონს. მინდოდა სოციალურ ქსელში დადება, მაგრამ თავი შევიკავე, თვალის მეშინია…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g