2017 წლის ჯაზფესტივალზე ცნობილი მომღერალი ჯოს სტოუნი საქართველოს სტუმრობდა. მომღერალს აქვს ტრადიცია, ყველგან, სადაც ჩავა, ადგილობრივ პოპულარულ შემსრულებელთან დუეტი შეასრულოს. სალიოსა და ჯოსის დუეტი ახლახან განთავსდა მომღერლის „ფეისბუქ“-გვერდზე. ის გონიოს ციხეშია გადაღებული.
როგორც თავად ჯოსი წერს, გასული წლის ივლისში, როცა საქართველოს სტუმრობდა, ძალიან ნიჭიერ მომღერალსა და კომპოზიტორს სალიოს შეხვდა. სიყვარულზე სიმღერა ნანგრევებში, რომელიც ერთ დროს სასახლეს წარმოადგენდა, მისი თქმით, გამორჩეული იყო მისთვის.