LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი: გვაშფოთებს, მოახერხებს თუ არა მთავრობა, კითხვარი იმგვარად შეავსოს, რომ გაწევრების პერსპექტივა წინ წავიდეს

101
salome-samadashvili1

“გვაქვს შეშფოთება, მოახერხებს თუ არა ხელისუფლება ევროკავშირის კითხვარზე იმგვარი პასუხები გასცეს, რომ საქართველოს ევროპაში გაწევრიანების პერსპექტივა წინ წავიდეს,” – ამის შესახებ ,,ლელო – საქართველოსთვის” წევრმა სალომე სამადაშვილმა საფრანგეთის ელჩთან შეხვედრამდე, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ კითხვაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ,,ლელო” ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადს საფრანგეთის ელჩთან ერთად  განიხილავს.

პრემიერი: პირადად გავაკონტროლებ ამ პროცესს.. უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადი წევრობაზე, ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება

,,დღეს საქართველოს ოფიციალურად გადმოეცემა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად აუცილებელი კითხვარი. ამით იწყება ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ურთიერთობაში ევროკავშირთან. დღეს საფრანგეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, შესაბამისად, მათი პოზიცია არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

ჩვენი მიზანია ელჩთან დეტალურად განვიხილოთ ის მოლოდინები, რაც არსებობს ევროპული მხრიდან უახლოეს მომავალთან დაკავშირებით, როგორ ესახებათ პროცესი და რა საკითხებია მნიშვნელოვანი. მთავარი თემა არის საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

ევროკავშირის კითხვარი არის უზარმაზარი დოკუმენტი, რომელიც გააკეთებს ყველაფრის შეფასებას, რაც საქართველომ გასული 10 წლის მანძილზე გააკეთა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. სამწუხაროდ, იმის გათვალისწინებით თუ რამდენი პრეტენზია არსებობს ხელისუფლებასთან, გვაქვს შეშფოთება, მოახერხებენ თუ არა კითხვარზე პასუხები იყოს იმგვარი, რომ საქართველოს ევროპაში გაწევრიანების პერსპექტივა წინ წავიდეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელები მოვიდნენ პარლამენტში და კომიტეტში წარადგინონ ხედვა როგორ აპირებენ კითხვარზე პასუხის გაცემას და სამუშაო პროცესის წარმართვას”, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g