LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი: ივანიშვილი ორშაბათს რუსული გეგმის განხორციელების შემდეგ ეტაპზე გადავა – განაცხადებს, რომ ტერიტორიების დაბრუნება თუ უნდა საქართველოს, დასავლეთზე უარი უნდა განაცხადოს

166
სალომე სამადაშვილი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნება“ 29 აპრილს გამართულ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე „რუსული გეგმის განხორციელების შემდეგ ეტაპზე გადავა“ და განაცხადებს, რომ „თუ საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება უნდა, დასავლეთზე უარი უნდა განაცხადოს“.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, „2024 წელს რუსეთი ჯარის გარეშე ცდილობს გააუქმოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა“.

„ვინც 29 აპრილს აქციაზე მიდის, ყველა ნახირივით მიჰყავთ.. მთავრობა რომ მიტინგს მართავს, გამაგებინეთ ეს რა არის? ვის უმართავენ აქციას?“ – ალეკო ელისაშვილი

„როგორც ჩანს, ივანიშვილი ორშაბათს რუსული გეგმის განხორციელების შემდეგ ეტაპზე გადავა-განაცხადებს, რომ ტერიტორიების დაბრუნება თუ უნდა საქართველოს, დასავლეთზე უარი უნდა განაცხადოს.

საქართველოს დარჩენილი ტერიტორიების გადაბარების მისი „მშვიდობიანი“ გეგმა ესაა.

დღეს არც 1921 წელია არაა, არც 2008… 2024 წელს რუსეთი ჯარის გარეშე ცდილობს გააუქმოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

ალბათ ის, რომ ვნების კვირაში გეგმავენ ქართული სახელმწიფოს ჯვარცმას, რაღაც განსაკუთრებულ სიმბოლიზმს ატარებს რუსების ცინიკურ ცნობიერებაში“, – წერს სალომე სამადაშვილი.

პოპულალურები