LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილსა და გია ვოლსკის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

65

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გია ვოლსკისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სალომე სამადაშვილის ძირითადი კითხვები შეეხებოდა იმას, იგეგმება თუ არა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, ბიუჯეტის რა პროცენტი მოხმარდება სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაძლიერებას. სალომე სამადაშვილის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ კრიზისის დროს საქართველომ დახმარება რუსეთს სთხოვა, რომელიც ამ ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნდობის ჯგუფი გააკრიტიკეს.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის შეკითხვებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა, კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ.

ფაქტია, რომ საკითხი პროფესიონალურად იხილება, ვიღაცას შეიძლება, აქვს შენიშვნები, მაგრამ ამ საქმიანი ვითარებიდან, რაზეც მშვენიერი პასუხი გასცა თავდაცვის სამინისტრომ ციფრებით, პროცენტულად, რომ ვერაფერი გამოდნა, აქედან გამომდინარე, იმის ლაპარაკი, რომ იქ დახურული, ნდობის ჯგუფი არ მოქმედებს, ეს სხვა თემაა, – განაცხადა ვოლსკიმ, რაზეც სალომე სამადაშვილმა მიუგო, რომ „ეს სხვა თემა არ არის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები