LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელშია: პრეზიდენტი შეხვედრას შარლ მიშელთან მართავს

136
BeFunky-collage (8)

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელშია. პრეზიდენტი შეხვედრას შარლ მიშელთან მართავს.

ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და ფოტოს აზიარებს.

ჯერჯერობით, უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე.

ამასთან, პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიწვევით, დღეს მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“.

„ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი. ღონისძიების, რომელსაც გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს, აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g