დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
აღნიშნულით ზურაბიშვილი გუშინ, საპროტესტო აქციაზე სტუდენტების დაკავებას ეხმაურება.
„დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს: სტუდენტი გოგონები საპროტესტო აქციაზე სკამების მიტანისთვის დააკავეს, კიდევ ერთი სტუდენტი კი ტაშის დაკვრის გამო. კაფკა თბილისში!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით მათგან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო მესამე პირი კვლავ დაკავებულია.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამივე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.