„შეხვედრა დავიწყე პროტესტით ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო, ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს“, – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით პრეზიდენტი ჰერჩინსკის, ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნის ელჩების შეხვედრის შესახებ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:
პრეზიდენტი: „თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დასთანხმდება, სჯობს, თბილისის აქციების მე-13 ღამეს შეხედოს“
„შეხედოს აქციების მე-13 ღამეს, დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუქარის მიუხედავად, რომელიც, უახლოეს დღეებში,„სიკვდილის შესაძლო 2-3 ფაქტის“ შესახებ აცხადებს“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
„რაც არ არის ნათქვამი ისაა, რომ მე შეხვედრა დავიწყე ძლიერი პროტესტით ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს“. – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, 10 დეკემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის 9 დეკემბერს შეხვდა.
Today, 🇪🇺 Ambassador hosted President @Zourabichvili_S with all Ambassadors of EU Member States. Her work in defending 🇬🇪Georgia's democratic & European aspirations is crucial. EU will consider additional measures at @EUCouncil meetings in Brussels next week. pic.twitter.com/FlujD1hulq
— EU Delegation Georgia 🇪🇺 (@EUinGeorgia) December 10, 2024