LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს ხვდება

138
Screenshot 2024-12-08 172655

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ამ წუთებში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება. ინფორმაციას  პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი პარიზში რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელსაც 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი ესწრებოდა. 

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g