დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სტიქიურ ვითარებას და დიდთოვლობით გამოწვეულ მოვლენებს, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, ყველა საშუალება, რაც სახელმწიფოს გააჩნია, რეპრესიაზეა გადართული, მოქალაქეები კი 112-ის მოწოდების ანაბარად არიან დარჩენილები.
„გურია, ბათუმი, ქობულეთი… ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია, ყველა საშუალებები, რაც გააჩნია სახელმწიფოს, გადართულია რეპრესიაზე და მოქალაქეები კი რჩებიან იმ სიფრთხილის ანაბარად, რომლისკენ მოგვიწოდებს 112-ის გზავნილი!!!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
გურიაში სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურია, ბათუმი, ქობულეთი … ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია, ყველა საშუალებები რაც გააჩნია…
Posted by Salome Zourabichvili on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025
ფოტო სლაიდზე: „ფეისბუკის ჯგუფი“ – „მოხალისეები გურიისთვის“