LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა გიტანას ნაუსედასთან, ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით, მადლობა მხარდაჭერისთვის

118
Untitled design (1)

ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია“.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით. მადლობა თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები