საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს პრეზიდენტ მაია სანდუსთან მადლიერება გამოხატა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მოლდოვას ურყევი მხარდაჭერისათვის.
,,ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს და მადლიერება გამოვხატე საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მოლდოვას ურყევი მხარდაჭერისათვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია”,- წერს პრეზიდენტი.