LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

68

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა. ეკა ბესელიას არ დაუკონკრეტებია როდის გაგზავნა ზურაბიშვილმა განაცხადი საელჩოში.

უცნობია უკავშირდება თუ არა ზურაბიშვილის უარი საფრანგეთის მოქალაქეობაზე – საპრეზიდენტო არჩევნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის.

ეკა ბესელია გიორგი მარგველაშვილის მიერ არჩევნების თარიღის ამ დრომდე არ დასახელებასაც გამოეხმაურა.

ბესელია ამბობს, რომ თუ მოქმედ პრეზიდენტს არჩევნებში მონაწილეობა სურს, ის კანონმდებლობის მიხედვით უნდა მოიქცეს და დარეგისტრირდეს.