საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებას ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველოს უკრაინის გვერდითაა.
„საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“, რაც არის იმ სცენარის გამეორება, რასაც შედეგად მოჰყვა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
?? strongly condemns Russia’s « recognition » of ??Ukraines’s Donetsk and Lugansk regions, repeating the scenario that led to the occupation of 20% of our territory. ??stands by you Pdt Zelensky and in support of?? ‘s territorial integrity and peace.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 21, 2022
21 თებერვალს, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.